png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

“საქაერონავიგაციასა” და ჩეხეთის საჰაერო მოძრაობის სერვისის პროვაიდერს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა

  • ეკონომიკა
  • 09.03.2016
  • 16:23
“საქაერონავიგაციასა” და ჩეხეთის საჰაერო მოძრაობის სერვისის პროვაიდერს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” კუთვნილ მოწყობილობებს ჩეხური კომპანიის თვითმფრინავი-ლაბორატორია შეამოწმებს. საფრენოსნო შემოწმების აღნიშნული წესები და სტანდარტები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ არის დადგენილი, რასაც „საქაერონავიგაცია“ ყოველწლიურად ახორციელებს.

“ჩვენი კომპანია საფრენოსნო შემოწმებას წელიწადში 2-ჯერ ატარებს. აღნიშნული პროცედურა გულისხმობს მთელი საქართველოს შემოფრენას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც აგროვებს მონაცემებს საქართველოში არსებული ყველა სანავიგაციო ტექნიკური საშუალების მუშაობის შესახებ. ჩეხური მხარე შემოწმებას 2016 წლის მარტში განახორციელებს. პარალელურად, შემოწმდება საჰაერო მარშრუტზე სარადარო გადაფარვის სახელსაწყო ფრენების პროცედურებიც. ჩეხური კომპანია Air Navigation Service of Czech Republic-ის საფრენოსნო შემოწმება შპს „საქაერონავიგაციას” მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის პრევენცია და ამით შეინარჩუნოს ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონე საქართველოს საჰაერო სივრცეში”, - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

9 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა ჩეხეთის საჰაერო მოძრაობის სერვისის პროვაიდერთან (Air Navigation Service of Czech Republic) ხელშეკრულება გააფორმა, რაც კომპანიის კუთვნილი რადიოტექნიკური და შუქტექნიკური საშუალებების, საჰაერო მარშრუტზე სარადარო გადაფარვისა და სახელსაწყო ფრენების პროცედურების საფრენოსნო შემოწმებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge