png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

DRI: ხელისუფლება უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

  • პოლიტიკა
  • 03.03.2023
  • 21:04
DRI: ხელისუფლება უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით,  საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განხილვის გაპროტეტსების დროს, სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს და არაპროპორციულად შეზღუდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის უფლება.

ამასთან, DRI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის განხილვაზე

 „2 მარტს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონის პროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განხილვას აპროტესტებდნენ. 

სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს და არაპროპორციულად შეზღუდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის უფლება - აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლეს და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა დააანონსეს.

DRI მოუწოდებს:

საქართველოს პარლამენტს

უარი თქვას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის განხილვაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს

დარჩეს კანონის ფარგლებში და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

უარი თქვას ჟურნალისტური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის მიზანმიმართულად ხელის შეშლაზე. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

დაუყოვნებლივ შეისწავლოს და მოახდინოს სათანადო რეაგირება 2023 წლის 2 მარტს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტებზე და შეამოწმოს სამართალდამცავთა ქცევის სამართლებრივი საფუძველი და კანონიერება“, - ნათქვამია განცხადებაში.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge