png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ეს არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე - ჰელსინკის კომისია კანონპროექტზე

  • პოლიტიკა
  • 06.03.2023
  • 19:57
ეს არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე - ჰელსინკის კომისია კანონპროექტზე

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ უცხოეთის გავლენის აგენტების კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს თავდასხმაა სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 

კომისიაში ამბობენ, რომ თუ კანონპროექტს მიიღებენ, ეს ხაზს გაუსვამს ქართული დემოკრატიის სწრაფ დაცემას.

ჰელსინკის კომისია  კანონპროექტს ანტიდემოკრატიული უწოდებს.

"დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქართველმა ხალხმა მკაფიოდ და თანმიმდევრულად გააკეთა არჩევანი დემოკრატიული, ევროატლანტიკური გაერთიანების სასარგებლოდ. თუმცა, თუ ანტიდემოკრატიულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც რუსულ სტილშია, მიიღებენ, ეს იქნება კრიტიკის საბაბი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე და ხაზს გაუსვამს ქართული დემოკრატიის სწრაფ დაცემას. ეს ასევე აჩვენებდა იმას, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო მეტად მხარს უჭერს რუსეთს - ზუსტად იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, იტაცებს მოქალაქეებს, უგულებელყოფს სუვერენიტეტს და უკრაინაში გენოციდურ ომს აწარმოებს.

ეს კანონპროექტი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული ვარდნა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და დაუღალავი მეგობარია. ეს არ შეიცვლება, მიუხედავად ხელისუფლების პოზიციისა. ამ მეგობრობის სულისკვეთებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს შემოთავაზებული კანონპროექტი და დაამტკიცოს მისი დემოკრატიისადმი ერთგულება", - წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge