png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთის მოქალაქეები თავისუფალნი არიან გადაადგილებაში, მაგრამ უმჯობესია ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ - პესკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

  • პოლიტიკა
  • 10.03.2023
  • 17:20
რუსეთის მოქალაქეები თავისუფალნი არიან გადაადგილებაში, მაგრამ უმჯობესია ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ - პესკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

რუსეთის მოქალაქეები თავისუფალნი არიან გადაადგილებაში და ბედნიერის ძებნა მათ არ უშლით ხელს იყვნენ იქ, სადაც მათი სამშობლოს დროშებს არ წვავენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები და ინფორმაცია, საქართველოდან რუსების გასვლის შესახებ, რის გამოც საცობებია შექმნილი.

 „არ ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული ტენდენციაა და არ უნდა გავაზვიადოთ, რომ  ადამიანების დიდი რაოდენობაა. მაგრამ ასეთი მოქალაქეები არიან. დიახ, ისინი თავისუფალნი არიან თავიანთ გადაადგილებაში. ისინი ყოველთვს რაღაც საუკეთესოს ეძებენ  ისე, ვერ ხვდები, რომ ყველაზე კარგი, ალბათ სამშობლოა. მაგრამ ამავე დროს, მათ არავინ უშლის ხელს ბედნიერება სხვაგან ეძებონ, უკეთესია, რა თქმა უნდა, ეძებონ ბედნიერება იქ, სადაც არ არის ასეთი სახალხო მღელვარება და სადაც არ წვავენ შენი სამშობლოს დროშებს“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, რომ რუსები საქართველოს ტოვებენ.

ამასთან, მისი თქმით, გარე ძალები ცდილობენ ანტირუსული ელემენტები შეიტანონ საქართველოში მიმდინარე მოვლენებში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაცის ხელი, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს უხილავი ხელია, ის ხილულია. ჩვენ ვხედავთ, საიდან მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი ხალხს, ის ხომ საქართველოდან არ მიმართავს ქართველებს, არამედ ამერიკიდან. ვიღაცის ხილული ხელი გულმოდგინედ ცდილობს შეიტანოს ანტირუსული ელემენტები“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი აზრით, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევაზე პროვოკაციულია და მოსკოვი დიდი შეშფოთებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ უცხოეთის აგენეტების შესახებ კანონს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან.

„რუსეთი აქ არაფერშუაშია, არც არსით არც ფორმით. ჩვენ არ ვერევით საქართევლოს შიდა საქმეებში“, - განაცხადა პესკოვმა.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge