png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მაკა ასათიანი და კოტე გოგელია ლევან გაჩეჩილაძესთან კონსულტაციებს არ აპირებენ

  • საზოგადოება
  • 09.03.2016
  • 17:15
მაკა ასათიანი და კოტე გოგელია ლევან გაჩეჩილაძესთან კონსულტაციებს არ აპირებენ

მაკა ასათიანმა და კოტე გოგელიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან კონსულტაციების დაწყებას არ აპირებენ. 

მაესტროს შენობის მფლობელების განცხადებით, ისინი გაჩეჩილაძისა და მისი გუნდისგან იმ „უსამართლო ბრალდებებზე“, თითქოს მათ გაძარცვეს მაესტრო,განმარტებებს ითხოვენ.

"არ ვაპირებთ რაიმე კონსულტაციები ვაწარმოოთ შენობის იჯარასთან დაკავშირებით, სანამ ლ. გაჩეჩილაძე და მისი გუნდი არ გააკეთებენ განმარტებებს იმ უსამართლო ბრალდებებსა და შეურაცხყოფაზე, რომელსაც ჩვენი მისამართით დღემდე აგრძელებენ, თითქოსდა ჩვენ გავძარცვეთ "მაესტრო".
ასევე ველოდებით განმარტებას, რამდენად მისაღებია მათთვის ეგრეთ წოდებული რუსული ფულით შეძენილ შენობაში გააგრძელონ მოღვაწეობა და ვინაიდან უარს ვაცხადებთ მათ მივცეთ ამ შენობით სარგებლობის უფლება, დიდი ინტერესით დავაკვირდებით, თუ რომელი ქვეყნის ფულით შეძენილი შენობაში შესთავაზებენ ჟურნალისტებს ალტერნატიულ ფართს.
მივმართავთ "მაესტროს" გადარჩენის ლოზუნგით მოსულ "გუნდს", რომლებმაც ასე წარმატებულად და ძალისმიერად მოახერხეს აეღოთ თავის თავზე პასუხისმგებლობა, ჩვენს მიმართ არსებულ ვალდებულებებზე, პირველ რიგში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ვალების გადახდა და მხოლოდ ამის შემდგომ მისცენ თავიანთ თავს უფლება, ისაუბრონ სხვისი კერძო საკუთრების იმედად თავიანთი ბუნდოვანი გეგმების შესახებ.
ჩვენის მხრივ კი პირობას ვდებთ "მაესტროელების" წინაშე, რომ ვალდებულებების ფარგლებში დაბრუნებული თითოეული თეთრი მოხმარდება ისევ "მაესტროს" მაუწყებლობას, მის კიდევ უფრო გაძლიერებას და განვითარებას.
ერთგული ვრჩებით ჩვენი პრინციპის მიმართ, რომლის მიხედვითაც "მაესტროს" არ განვიხილავთ, როგორც ცალკეულ ქონებას ან შპს-ს. ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანების ერთობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არაფერს დავიშურებთ, რათა მისი მაუწყებლობა იყოს ხელშეუხებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge