png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

  • ეკონომიკა
  • 09.03.2016
  • 17:48
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 9 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა დადებითად აისახება ინფლაციური მოლოდინების ეტაპობრივ შემცირებაზე. პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2016 წლის პირველი კვარტალის შემდგომ ინფლაცია შემცირდება, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.
თებერვალში სამომხმარებლო  ფასების წლიურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული უცხოური ვალუტით სესხების მომსახურების ტვირთისა და იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა აქვს ასევე ერთჯერად ფაქტორებს, როგორიცაა ელექტროენერგიის გადასახადის მატება და თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზური გადასახადის ზრდა. შემდგომი თვეების განმავლობაში აღნიშნული ფაქტორების განეიტრალების შემდეგ მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება. ამასთან, ინფლაციას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს.
წინასწარი შეფასებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2016 წლის იანვარში 0.8% შეადგინა. საგარეო სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ნეგატიურად აისახება საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. ფულადი გზავნილების შემცირება და ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მომსახურების ტვირთის ზრდა შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მოქმედებს. 
არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ არის და განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ტოვებს. 
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს  ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 აპრილს გაიმართება.
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge