png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მოგიწოდეთ გააძლიეროთ ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ, გააძლიერეთ ვალდებულებები მედიის თავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით - ჯეიმს კლევერლი

  • პოლიტიკა
  • 17.03.2023
  • 14:37
მოგიწოდეთ გააძლიეროთ ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ, გააძლიერეთ ვალდებულებები მედიის თავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით - ჯეიმს კლევერლი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დემოკრატიის გასამყარებლად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მოუწოდებს, რომ მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით ვალდებულებები გააძლიეროს.

როგორც ჯეიმს კლევერლიმ აღნიშნა, საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ამასთან, მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო არის და დარჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად.

„ჩვენი ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობა სცდება სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზონფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ, მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აყვავებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე, ურყევ მეგობრად. მე ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და ველოდები, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge