png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვხედავთ ქვეყნის აცდენის მცდელობებს პროევროპული კურსიდან, რომელსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს - ანალენა ბერბოკი

  • პოლიტიკა
  • 23.03.2023
  • 12:29
ვხედავთ ქვეყნის აცდენის მცდელობებს პროევროპული კურსიდან, რომელსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს - ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„მოსახლოების უმეტესობა მიისწრაფის ევროკავშირისკენ. კვლევების თანახმად, ქართველების 80 პროცენტს სურს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა თავად ანალენა ბერბოკმაც. მინისტრი მკაფიოდ აცხადებს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

„საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირი მკაფიო მიზნად აქვს განსაზღვრული. ბოლო კვირებში ისინი ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში, როდესაც ისინი მართავდნენ დემონსტრაციებს პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიოდ განვმარტო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის აცდენის მცდელობებს პროევროპული კურსიდან, რომელსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას შიგნიდან და გარედან. მე თბილისში მთავრობასთან ვისაუბრებ იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ქვეყანას ჯერ აქვს გადასადგმელი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – ნათქვამია საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ანალენა ბერბოკის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში, დღეს ჩამოდის. გემანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge