png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სწორედ ჩვენი დამსახურება არის ის, რომ დრეს ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ ელიტა გადაადგილდება ევროპის მიმართულებით მარტივად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.03.2023
  • 13:32
სწორედ ჩვენი დამსახურება არის ის, რომ დრეს ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ ელიტა გადაადგილდება ევროპის მიმართულებით მარტივად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, მივაღწიეთ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში. სწორედ ჩვენი დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ ელიტა გადაადგილდება ევროპის მიმართულებით მარტივად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ას ევროდ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმოგზაუროს, ევროპაში გაფრინდეს. ასე, რომ ეს არის რეალობა და შედეგები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, წინა ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს - გვესმის ძალიან ბევრი ბრალდებები, კრიტიკა, დესტრუქციული ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან. აბრალებენ მთავრობას, ათას ცილს სწამებენ, გვეძახიან პრორუსულს და ა.შ. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო ის კონკრეტული მიღწევები, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი მომავლისთვის. დესტრუქციული ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული და მანამდეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მის გუნდს, ჩვენ ყველას დღემდე უწოდებდნენ პრორუსულ ძალას. ახლა მე მინდა შევახსენო მათ და ჩვენს საზოგადოებას, თუ რა შედეგი მოუტანა ამ ძალამ ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, მივაღწიეთ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში. სწორედ ჩვენი დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ ელიტა გადაადგილდება ევროპის მიმართულებით მარტივად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ას ევროდ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმოგზაუროს, ევროპაში გაფრინდეს. ასე, რომ ეს არის რეალობა და შედეგები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ.

ახლა რა გააკეთა ჩვენმა ოპოზიციამ, ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში - პრაქტიკულად არაფერი.  სამი წლის დაგვიანებით დაიწყეს პრაქტიკულად მათ პროცესი ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების. უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საერთოდ გადაწეული იყო მოლაპარაკებები, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება მოუწევდათ , რომლის სურვილი მათ უბრალოდ, არ ჰქონდათ. თქვენ გახსოვთ, რომ მათი გაცხადებული, დეკლარირებული მიზანი იყო ქვეყნის არა ევროპეიზაცია, არამედ, სინგაპურიზაცია. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მათმა ბელადმა შეცვალა კონსტიტუცია, აპირებდა პრემიერ-მინისტრად გადასვლას და ქვეყნის მართვას მრავალი, 20-30 წლის განმავლობაში დიქტატორული, ავტორიტარული მეთოდებით. ეს რეალობა დაგვხვდა ჩვენ. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge