png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თინათინ ხიდაშელი: საჩხერის სკოლა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში პიონერია

  • საზოგადოება
  • 10.03.2016
  • 10:45
თინათინ ხიდაშელი: საჩხერის სკოლა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში პიონერია

ბაკურიანში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასასრულს უახლოვდება. დღეს სამთო სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურის სამთო მომზადებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ბაკურიანში თინათინ ხიდაშელი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.

თავდაცვის მინისტრსა და ბავშვებს სამთო კურორტზე მასპინძლობა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, მაიორმა ივანე ცხადაძემ გაუწია. მან სტუმრებს კურსის მიმდინარეობა გააცნო და სამხედროების მიერ შესწავლილი სამთო უნარ-ჩვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამჯერად სამთო კურსს თურქეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლენილი სამხედროები გადიან.

საჩვენებელი სრიალის შემდეგ თინათინ ხიდაშელი უცხოელ სამხედროებს გაესაუბრა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. „ბაკურიანში საჩხერის სამთო მომზადების სკოლის წვრთნები მიმდინარეობს. საჩხერის სკოლა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში პიონერია. წელს სკოლას 10 წელი უსრულდება. მთელი წლის განმავლობაში გვსურს, სკოლაში ღონისძიებები გაიმართოს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ სკოლისა და იმ წარმატებების შესახებ, რაც ამ ბიჭებს აქვთ. სიხარული მივანიჭეთ სხვებსაც. დღევანდელი დღის ამოცანაც ეს იყო. ბავშვები, რომლებთანაც თავდაცვის სამინისტრო მეგობრობს, ბაკურიანში ამოვიყვანეთ და მათ ჩვენ სამხედროებთან ერთად ლამაზი დღე ვაჩუქეთ,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს დღეს პირობა შეუსრულა და ბაკურიანში მათთან ერთად სამხედროების სწავლებას დაესწრო. მაიორმა ივანე ცხადაძემ პატარები 2100 მეტრის სიმაღლეზე „დიდველის“ სათხილამურო ტრასაზე გონდოლებით აიყვანა. პატარებმა თოვლში ითამაშეს, ბურანით ისეირნეს და სამხედროებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ბაკურიანში სტუმრობა ბავშვებმა თავდაცვის მინისტრთან და ჯარისკაცებთან ერთად სადილობით დაასრულეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge