png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან - ალექსანდრე ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს

  • პოლიტიკა
  • 31.03.2023
  • 17:23
დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან  - ალექსანდრე ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს

„მე არ მინდოდა რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ამის გამო ძალიან გაკრიტიკებდით. მე მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანამიმდევრული საქართველოს ეროვნული, ევროატლანტიკური  არჩევანის დაცვისას,  მე მეშინოდა, რომ თქვენ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს და ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ გამოსვლისას მოვისმინე და ზოგადად, ბოლო პერიოდში თქვენგან საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს ვისმენ. მადლობა თქვენ იმ პოზიციისთვის, რომლითაც ასე შეუპოვრად და მტკიცედ წარმოაჩენთ საქართველოს. დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ   თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით,  პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს.

მისი თქმით, ჩვენს სახელმწიფოს ახლა აქვს ორი დიდი მიზანი, ეს არის უკრაინელთა თავგანწირვით მოტანილი კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი და 2024 წელს, არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილება.

„უკრაინელთა თავგანწირვით მოტანილი კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა ევროპის კარი ღიაა და ჩვენ კონკრეტული დავალებები უნდა შევასრულოთ. მეორე ისტორიული ამოცანაა, რომ 2024 წელს ხელისუფლება შეიცვალოს. „ქართული ოცნება“ დღეს არის უიდეო და უშინაარსო ძალა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ინერციაზეა გადასული. ღრმად მწამს, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა იქნება დიდი ნაბიჯი  წინ ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გადმოსვლა დარბაზის საპირისპირო მხარეს ასევე, არ შეიძლება რადგან ეს იქნება 3-5 ნაბიჯი უკან გადადგმული, ვინაიდან თქვენ ამ 11 წლის განმავლობაში მხოლოდ რევანშიზმით ხართ შეპყრობილი. ამ ორი ეროვნული მიზნის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge