png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.04.2023
  • 14:20
ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება. თითქმის 20 წელია, ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ლიეტუვის განსაკუთრებული წვლილის მოწმენი ვართ. ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის განმავლობაში.

დროა, ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში ვილნიუსში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება, არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მის ადვილ სამიზნედ გახდეს. 2024 საქართველოს და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. გვაქვს ყველანაირი პირობა, წარმატებით შეხვდეთ ამ თარიღს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ლიეტუვის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge