png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება

  • პოლიტიკა
  • 07.04.2023
  • 16:36
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება

საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით 27 აპრილს, B2B ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება  წარმოადგენს.

B2B ფორუმში მეწარმეების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები.

ღონისძიებას საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები გახსნიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მუდამ აქტიურადაა ჩართული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებასა და გაძლიერებაში.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, სწორედ ამას ემსახურება მსგავს ღონისძიებებში ჩვენი აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, დღითი დღე გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება. B2B ფორუმი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა სამომავლო თანამშრომლობისთვის, რადგან ადგილზე მოეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ვფიქრობთ, მეწარმეებმა  არ უნდა გამოტოვონ ეს  შესაძლებლობა, რადგან მსგავსი შეხვედრები არის კარგი პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად “, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების პროექტის მენეჯერი, ოლღა ნაკაშიძე.

“USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების განხორციელება და  მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წახალისება, რათა მათ მოახდინონ შემოსავლების გაზრდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი წარმოება, ინტელექტუალური მომსახურებები და კრეატიული ინდუსტრიები. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის” - აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ბიზნესის განვითარების სერვისების ხელმძღვანელი, რატი ანჯაფარიძე.

B2B ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა ლიმიტირებულია. დაინტერესების შემთხვევაში  რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge