png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვაპირებ დღეს ან ხვალ მივიდე იმ ოფისში, კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ? - კობა ნაყოფია

  • პოლიტიკა
  • 18.04.2023
  • 14:01
ვაპირებ დღეს ან ხვალ მივიდე იმ ოფისში, კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ? - კობა ნაყოფია

რაც შეეხება ირაკლი ნადირაძის განცხადებას, მინდა გითხრათ, რომ მე ვაპირებ დღეს ან ხვალ მივიდე იმ ოფისში. კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ? - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა. ის გამოეხმაურა თანაპარტიელის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას, რომელშიც მან ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეებს "სუს-ის შტატიანი თანამშრომლები" უწოდა.

ნაყოფიას თქმით, მსგავსი განცხადებები "უდროო და გადაჭარბებულად ემოციურია", რაც მისი სიტყვებით, ხელს უშლის პარტიის შიგნით ერთიანობას.

"ქართული ოცნება ვერ მოესწრება ჩვენ შორის დაპირისპირებას. პირიქით, ახლა მიდის ძალების კონსოლიდაცია. ნიკა მელიამ გუშინ სწორად აღნიშნა, რომ ყრილობამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია ძალიან ბევრი ვნებათაღელვა პარტიის წევრებში. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძის განცხადებას, მინდა გითხრათ, რომ მე ვაპირებ დღეს ან ხვალ მივიდე იმ ოფისში. კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ ამ შემთხვევაში? მიმაჩნია, რომ ცოტა არასერიოზულია ეს განცხადება, მაგრამ არა უშავს, ახალგაზრდაა, გაიზრდება და იმედია, შემდგომში ასეთ პოლიტიკურ შეცდომებს არ დაუშვებს. ასეთი ტიპის განცხადებები გაერთიანებას მხოლოდ ხელს უშლის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები გადაჭარბებულად ემოციური და უდროოა", - თქვა კობა ნაყოფიამ.

როგორც ცნობილია, ნიკა მელია, მხარდამჭერებთან ერთად სამუშოდ ახალ ოფისში გადავიდა. როგორც ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, "ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღის წესრიგში დადგა უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ". 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge