png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს - ნინო წილოსანი

  • პოლიტიკა
  • 18.04.2023
  • 14:56
სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს - ნინო წილოსანი

„მე მინდა ვკითხო ადამიანებს პოლონეთში რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლისთვის დააჯილდოვეთ, მაშინ, როცა ამ პერსონამ ყველაფერი რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, გადასცა რუსეთს. ახალი ტერიტორიები ოკუპანტს ჩააბარა და ამ ყველაფრის ფონზე შემდეგ საქართველოს მხრიდან რუსეთთან ომის დაწყების რეზოლუციას მოაწერა ხელი“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, საქართველოში აღარ დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილის მმართველობა.

„სააკაშვილი არის პროდუქტი იმ მავნე მიდგომების, როდესაც დირექტიულად მოგაწვდიან რაღაც მოცემულობას და შენ თვალდახუჭული უნდა მიჰყვე და პროტესტიც კი არ გამოაცხადო. ასე ცდილობდა ის მთელი თავისი მმართველობის დროს თვალდახუჭული აგვეტანა ყველა ის დარღვევა უფლებების და დემოკრატიის ნგრევა, რომელსაც ის აკეთებდა და ვინც კი ამ ყველაფერს გააპროტესტებდა, რეპრესიები ჰქონდა გარანტირებული. თუ ვინმე იცნობს საქართველოს ისტორიას, ბოლო ასწლეულის ისტორიას, ალბათ დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს. და სწორედ ისევე, როგორც მახინჯიც იყო საბჭოთა მმართველობა და ფიქცია იყო მათი ყველა სისტემა რაც მოიგონეს, ასევე მახინჯი და ფიქცია იყო სააკაშვილის ვითომ დემოკრატია და მისთვის ადამიანის უფლებები. ფიქცია იყო მისი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგაც, რადგან ყველაფერი რასაც ის აკეთებდა, ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს. სწორედ ისევე როგორც ვერ დაბრუნდება საბჭოთა მმართველობა საქართველოში, ასევე ვერ დააბრუნებთ სააკაშვილის რეჟიმი და მისი დიქტატურა, იმიტომ რომ, ერი, რომელმაც მოახერხა შიდა და გარე დიქტატურისთვის ეთქვა უარი, არასდროს დაბრუნდება წარსულში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge