png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, „ნაცმოძრაობას“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შევაქმნევინოთ. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 21.04.2023
  • 17:53
ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, „ნაცმოძრაობას“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შევაქმნევინოთ. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, „ნაცმოძრაობას“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შევაქმნევინოთ. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ჩვენ გვჭირდება ამ თემასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს, რა თქმა უნდა, არსებული კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში. ჩვენ კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას გვედავებიან ის პოლიტიკური სუბიექტები და მათი მხარდამჭერი ექსპერტები, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში. მათ სწორად შეახსენეს, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ისინი დღემდე სარგებლობენ პარლამენტის წევრის მანდატებით.

რაც შეეხება კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებას, ეს არის ჩვენი პრინციპი, ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში. არსებული კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, „ნაცმოძრაობას“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შევაქმნევინოთ. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ამას აუცილებლად ასე გავაკეთებთ. ამასთან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პარლამენტის შეუფერხებელი საქმიანობა. ქვეყნისთვის ყველა საჭირო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ განვაგრძნობთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში მოქმედებას და უზრუნველვყოფთ იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლოზე კომისიას ვერ შექმნის და ასევე უზრუნველვყოფთ პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას. ამის პირობას ვდებთ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge