png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ანაკლიის პორტმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მნიშვნელობა ახალ აბრეშუმის გზაზე“

  • ეკონომიკა
  • 10.03.2016
  • 12:22
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ანაკლიის პორტმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მნიშვნელობა ახალ აბრეშუმის გზაზე“

ქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის ფარგლებში, ფორუმის ორგანიზატორებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ორგანიზებითა და აშშ–ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიღება გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

ვიცე–პრემიერმა ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის, არამედ რეგიონისთვის და ისეთი გლობალური სატრანსპორტო–ლოგისტიკური მიმართულებისთვის, როგორიცაა ახალი აბრეშუმის გზა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გლობალური ინფრასტრუქტურის ფორუმი ის პლატფორმაა, სადაც ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ან სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. მისი განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარდგენა მსოფლიო მასშტაბით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამით აღნიშნული პროექტი საერთაშორისო მასშტაბით გაცილებით ცნობადი გახდა და მიიღებს ყველა მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რაც პროექტს განხორციელებისთვის ესაჭიროება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტში, მხოლოდ პირველ რამდენიმე ფაზაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 550 მილიონზე მეტი უნდა განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციაა და შექმნის რამდენიმე ათეულ ათას ახალ სამუშაო ადგილს. „ეს არის ის სიკეთე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ანაკლიის პორტის განვითარებამ უნდა მოუტანოს და გააძლიეროს საქართველოს მნიშვნელობა აბრეშუმის გზაზე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას აგრეთვე სიტყვით მიმართეს ფორუმის ორგანიზატორის, „CC/LA“–ის პრეზიდენტმა ნორმან ანდერსონმა, „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც „ანაკლიის განვითარების კორპორაციის“ თანაპარტნიორია, „კონტი ჯგუფის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოსტინ კონტიმ და ამერიკა–საქართველოს ბიზნეს–საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა წერეთელმა.

მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge