png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აგროქართლმა“ თბილისში ახალი შოურუმი გახსნა

  • პოლიტიკა
  • 03.05.2023
  • 11:16
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, კომპანია  „აგროქართლმა“ თბილისში ახალი შოურუმი გახსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრო მიმართულებით პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით კომპანია „აგროქართლმა“, რომელიც მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სთავაზობს, თბილისში ახალი შოურუმი გახსნა. შოურუმი 1 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„აგროქართლი“ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. კომპანია უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია წარმოდგენილი. ის ფარავს, როგორც კახეთს,  ასევე, შიდა და ქვემო ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიას და ახლა უკვე თბილისსაც.

„საქართველოს ბანკთან ოთხი წელია ვთანამშრომლობთ და მათთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. სწორედ ამიტომ, კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორობას და გვიხარია, რომ მათი დახმარებით ახალი შოურუმის გახსნა თბილისშიც შევძელით. მომხმარებლებს ჩვენს მაღაზიებში შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა. რაც შეეხება ახალ შოურუმს - წარმოდგენილია მცენარეთა დაცვის ყველა ის საშუალება, რომელიც ფერმერს მოსავლის დაცვისთვის სჭირდება, ასევე არის ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების ფართო არჩევანი“, - აღნიშნავს კომპანია „აგროქართლის“ დამფუძნებელი, გოგა სიმონიშვილი.

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს აგრო მიმართულებით პროექტების დაფინანსებას. აღნიშნული  პროექტი  ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტების წახალისებისკენ, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული. კომპანია საქმიანობას წლებია წარმატებით ართმევს თავს. ის სოფლის მეურნეობის სექტორში 22-წლიანი გამოცდილების მქონე შვეიცარიულ კომპანია SYNGETA-სთან თანამშრომლობს, რაც მათ წარმატებულ საქმიანობას უსვამს ხაზს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge