png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, ამას ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 25.05.2023
  • 15:49
ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, ამას ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, რადგან ამ ყველაფერს ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა მას ზაზა შათირიშვილის განაცხადების შეფასება სთხოვეს.

„არსებობს რაღაც საკითხები, რომლებიც შეიძლება, ჩვენთვის იყოს ცნობილი და რომელზეც ასე ღიად საზოგადოების წინაშე არ და ვერ ვლაპარაკობდეთ, რადგან ჩვენ, ყველაფრის მიუხედავად, ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს, მათთან ურთიერთობებს, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის პერსპექტივები, ერთი მხრივ, ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეროვნული საკითხები და მეორე მხრივ, მისი ხვალინდელი დღე და ევროპული მომავალი. 

თავის დროზე ჩვენ თავი შევიკავეთ იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც მაგალითად, „ხალხის ძალა“ საუბრობდა და ერთადერთი წინააღმდეგობა ჩვენს შორის იყო ის, ამ საკითხებზე უნდა გველაპარაკა, თუ არ უნდა გველაპარაკა. მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტის თქმაა საჭირო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამის გარეშეც გავივლიდით და არ დავზიანდებოდით ისე, რომ რაღაც სერიოზული საფრთხე შექმნოდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვახერხებთ დღეს. ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძე.

ზაზა შათირიშვილმა განაცხადა: „პოლარიზაცია ამერიკელების საყვარელი ინსტრუმენტია, რომელიც მათ უცხო ქვეყანაში წყლის ამღვრევის და შემდეგ თავისივე ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის საშუალებას აძლევს“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge