png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს და საქართველოს მოქალაქეებს ამ გზიდან ვერავინ გადაახვევინებს - ხატია დეკანოიძე

  • პოლიტიკა
  • 30.05.2023
  • 17:53
ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს და  საქართველოს მოქალაქეებს ამ გზიდან ვერავინ გადაახვევინებს - ხატია დეკანოიძე

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტულად ღარიბაშვილი საუბრობს იდენტურად ისე, როგორც საუბრობს კრემლი და რუსეთის ხელისუფლება. მე არ ვიქნები პირველი, ვინც ამას იტყვის. ძალიან ბევრი პარტნიორი გამოეხმაურა მის გზავნილებს  გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, სადაც მან წარმოთქვა ის სიტყვები, რომელიც ნამდვილად საწინააღმდეგოა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის“, - განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა  ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს  არჩეული აქვს გზა, ეს არის ევროინტეგრაცია და ნატო. „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს ზუსტად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ ვერავითარი ღარიბაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს ამ გზიდან ვერ გადაახვევინებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების კუთხით ყველაფრისთვის მზად არის და ამის თვალსაჩინო მაგალითია ის პროპაგანდა, რასაც ადგილი აქვს მმართველი პარტიის და ხელისუფლების მხრიდან.

„მსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ მძიმე პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ემზადებიან. ეს იქნება  ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, მსგავსი გზავნილები ამ დარბაზშიც მოვისმინეთ. ეს იქნება შემდეგი, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოზე, სამაგიეროდ, დაიწყება ვითომ ე. წ. მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების სანაცვლოდ და ღარიბაშვილის განცხადება არის ზუსტად ამის წინაპირობა. ეს არის ის მძიმე პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება მთავარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს მტერია და მას არ სჭირდება მიზეზი იმისათვის, რომ სუვერენულ, თავისუფალ ქვეყნებს დაესხას თავს.

„რუსეთმა დაიწყო ომი 2008 წელს საქართველოში, დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინაში. მას არავითარი მიზეზი ამისთვის არ სჭირდება, მთავარი მიზეზი პუტინისთვის რაც არის, ეს არის ის, რომ მას არ სურს იხილოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული უკრაინა და საქართველო, მოლდოვა და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ის მიიჩნევს უპირობოდ თავის საკუთრებად. რუსეთს არ სურს საქართველო იყოს განვითარებული ევროპის ნაწილი. ტყუილია, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს სანაცვლოდ მივიღოთ რამე ქმედება და დაპირება. რუსეთს სურს მიიერთოს არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ შთანთქას სრულიად  საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ვინც ამას ვერ ხედავს, ვინც საქართველოს ევროპულ არჩევანს აყენებს საპირწონედ პროპაგანდასთან და ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებასთან, ის იქნება ძალიან მძიმედ შეფასებული საქართველოს ისტორიის მიერ“, - აღნიშნა  ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge