png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ

  • ეკონომიკა
  • 10.03.2016
  • 15:38
საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ

საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ. მხარეებმა საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პოტენციალის უკეთ წარმოჩენისათვის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა უკვე განიხილეს. როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი დიპლომატების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, სამომავლოდ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ქვეყნების ტურისტული პოტენციალის დემონსტრირებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, აზერბაიჯანი და საქართველო შორეულ ბაზრებზე ერთობლივად წარდგებიან და ერთიანი ძალებით მოახდენენ ქვეყნების პოპულარიზაციას, მით უმეტეს შესაბამისი გამოცდილებაც უკვე არსებობს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციში განმარტავენ, რომ ორმა მეზობელმა ქვეყანამ მსგავსი პროექტი აშშ-ს ბაზარზე უკვე განახორციელა, როდესაც აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე ერთიანი სტენდით წარსდგა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში აზერბაიჯანელი ტურისტების დინამიკა მზარდია. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით საქართველოში აზერბაიჯანელი მოგზაურების რაოდენობა 8,6 %-ითაა გაზრდილი. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით კი 19,3 %-ით.

თუმცა მიუხედავად სტატისტიკური ინფორმაციისა, აზერბაიჯანში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ფონზე, საქართველოს ტურისტულ ბაზარს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიები.

ასე მაგალითად, აზერბაიჯანული ტურისტული კომპანია „Polar East“-ის ხელმძღვანელი ელენა ხრამცოვა echo.az-თან საუბრისას ამბობს, რომ აზერბაიჯანული მანათის კურსის გაუფასურების გამო საქართველო დაბალბიუჯეტიან მიმართულებად აღარ მიიჩნევა.

„თუ კი ვისაუბრებთ საქართველოზე, აღნიშნული მიმართულება წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. ზოგი ამ ქვეყანაში უიკენდებზე რეგულარულადაც კი დადის, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა დღესასწაულებზე.

თუმცა აზერბაიჯანული მანათის კურსის გაუფასურების ფონზე, საქართველოს არც თუ ისე დაბალბიუჯეტიან მიმართულებათ მიიჩნევა, როგორც ეს ადრე იყო აღქმული. საბოლოო ჯამში კი მიმზიდველი ადგილები, ხელსაყრელი ფასებით გაიზარდა, რადგანაც ავიაკომპანია Azal-ი მოსკოვბის, სტამბულისა და დუბაის მიმართულებით ბილეთებს საკმაოდ კარგ ფასებში ყიდის“, აცხადებს „Polar East“-ის ხელმძღვანელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge