png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ავამოქმედებთ მომდევნო წლის პირველი მარტიდან - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 12.06.2023
  • 20:57
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ავამოქმედებთ მომდევნო წლის პირველი მარტიდან - მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისია თუ არ მოხსნის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საკითხს, მაშინ კანონპროექტის ამოქმედების ვადა მომდევნო წლის პირველი მარტი იქნება.

„მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის დასკვნით, ექვსივე რეკომენდაცია იქნა გაზიარებული, მოწონებული როგორც მოხდა კანონში ასახვა მათი რეკომენდაციების. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული. ერთადერთი, მინიშნება, შეიძლება, ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, თავისი არსით ევრორეკომენდაციებში შესული ეს თემა გულისხმობს პერსონალიზაციას, ამიტომ ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და კიდევ დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ამას ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციების დაუმთხვევლობაში და რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე – დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი. სწორედ ამ არგუმენტიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, თუ ასე მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შემდეგი წლის დასაწყისში, პირველივე სხდომაზე გამარტივებული წესით საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის პირველი მარტიდან. აქ არანაირ და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge