png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 10.03.2016
  • 17:38
საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალბანეთისრესპუბლიკის პრეზიდენტს ბუიარ ნიშანს ბაქოში შეხვდა.

შეხვედრისას საქართველოსა და ალბანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ალბანეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა,  უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით ოკუპირებულტერიტორიებზე არსებული ვითარება გაუარესდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადგილზე უსაფრთხოებისსაერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ალბანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საინტერესო იქნება ალბანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოს პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა.

მხარეებმა მაღალი  დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge