png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ინტერესები ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ზელენსკის არც თუ სამართლიან გადაწყვეტილებაზე ემოციური პასუხი - თეონა აქუბარდია

  • პოლიტიკა
  • 04.07.2023
  • 17:31
საქართველოს ინტერესები ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ზელენსკის არც თუ სამართლიან გადაწყვეტილებაზე ემოციური პასუხი - თეონა აქუბარდია

საქართველოს ინტერესები ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ზელენსკის არც თუ სამართლიან გადაწყვეტილებაზე ემოციური პასუხი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების ფაქტობრივი გაწყვეტის საფუძველი არ გახდეს

„ჩემთვის საკმაოდ მძიმედ აღსაქმელი გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ, ორივე ქვეყანა ოკუპანტ ძალას ვებრძვით. ფაქტობრივად, ჩვენი ურთიერთობების დაზიანებით რუსეთის საქმეც კეთდება, რადგან სუვერენიტეტისთვის ბრძოლისას ჩვენი ერთობის მოშლა სწორედ რუსეთის ინტერესია. მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხრიდან მტკიცებისა, რომ პატიმარი სააკაშვილი ჯანმრთელია, ვნახეთ, რომ ის უმძიმეს ფორმაშია და ეს ყველაფერი სულ მცირე, არაჰუმანურია. ხელისუფლებამ ეს საკითხი ემოციებით კი არ უნდა გადაწყვიტოს, შედეგზე დაფიქრდეს, რა შეიძლება, მოჰყვეს ამ ყველაფერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის ჭრილში. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების ფაქტობრივი გაწყვეტის საფუძველი არ გახდეს. ეს ყველაფერი რაციონალურ აზროვნებას მოითხოვს, რათა ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ გაუარესდეს, რადგან საერთო მტერი გვყავს.

შეეძლო თუ არა „ქართულ ოცნებას“, ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, დასავლელი პარტნიორი ქვეყნებისთვის ეთხოვა, უკრაინა-საქართველოს შორის შუამავალი ყოფილიყო, ვფიქრობ, იყო და ჯერ კიდევ არის ეს შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები არსებობს, საქართველოს ინტერესები ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ზელენსკის არც თუ სამართლიან გადაწყვეტილებაზე ემოციური პასუხი. ჩვენი ელჩი მთელი ომის განმავლობაში იქ იყო და თავის საქმეს ასრულებდა. პიროვნულად შეიძლება, ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყოს, მაგრამ ხელისუფლებამ უკრაინასთან საერთო ენა უნდა გამონახოს და პარტნიორ ქვეყნებს მედიაცია სთხოვოს, რათა აგრესიული ძალა, რუსეთი არ გავახაროთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge