png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყველამ იხილა მიშას კადრები, რასაც მოჰყვა მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ზელენსკის და უკრაინელებს მტკიცე გადაწყვეტილებისთვის - საქართველოს ელჩი გამოძევებული იქნეს კიევიდან - პეტრე ცისკარიშვილი

  • პოლიტიკა
  • 04.07.2023
  • 16:31
ყველამ იხილა მიშას კადრები, რასაც მოჰყვა მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ზელენსკის და უკრაინელებს მტკიცე გადაწყვეტილებისთვის - საქართველოს ელჩი გამოძევებული იქნეს კიევიდან - პეტრე ცისკარიშვილი

„გუშინ ყველამ იხილა მიშას კადრები, რასაც მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მე ვუხდი მადლობას ჩვენი პარტიის სახელით პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელებს, რომ მათ   მიიღეს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება - საქართველოს ელჩი იქნეს გამოძევებული კიევიდან,“-  ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია გვერდიდან აკვირდებოდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული რეჟიმისთვის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაში ხელშეწყობას.

„პრეზიდენტ ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია ბოლო წლინახევრის განმავლობაში გვერდიდან, შეიძლება ასე ითქვას, აკვირდებოდა საქართველოს - ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებს, მათ ხელშეწყობას რუსული რეჟიმისთვის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაში, როგორც ეს თავად რუსეთის  საბაჟოს სამსახურმა განაცხადა. საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს და ეხმარება რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაში, ვაჭრობაში, ვალუტის გადინებაში და იქიდან შესაბამისად ადამიანების და მათი გადმოგზავნილი ფულის მიღებაში და ყველაფერ იმაში, რასაც შემდეგ რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ იქ სამხედრო კამპანიის საწარმოებლად. პრეზიდენტ ზელენსკიმ შარშან წლის ბოლოს, შეგახსენებთ საახალწლოდ, ძალიან კოლეგიალურად, ადამიანურად ითხოვა უკრაინის მოქალაქის თავისი მეგობრის, მისი ადმინისტრაციის მთავარი რეფორმატორის მიშა სააკაშვილის გათავისუფლება, ჰუმანიტარული მიზნით. მაგრამ ქოცების რეჟიმმა, “რუსულმა ოცნებამ“ ეს თხოვნა არ შეისმინა, შესაბამისი გადაწყვეტილებები მოგეხსენებათ არ მიიღო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის კადრები გუშინ და ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მე ვიხდი მადლობას ჩვენი პარტიის სახელით პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელ ხალხს, ყველას ვუხდით დიდ მადლობას იმიტომ, რომ უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი იქნეს გამოძევებული კიევიდან.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge