png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მარგველაშვილი: ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში

  • პოლიტიკა
  • 10.03.2016
  • 18:17
მარგველაშვილი: ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო ალიევო, ძვირფასო პრეზიდენტებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩემთვის სასიხარულოა დღეს აქ ყოფნა და ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობა, ასე მიმართა ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

„ ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა მეგობარ აზერბაიჯანში -ბაქოში დაბრუნება, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებისა და იმ დიდი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ აღქმა, რომელთაც ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვიზიარებთ. ღრმად მწამს, რომ ის ღირებულებები და საკითხები, რომელთაც აქ განვიხილავთ, სწორედ რომ ისეთი დიდი პოეტის სულისკვეთებით უნდა განიხილებოდეს, როგორიცაა ნიზამი განჯელი. ეს ის სულისკვეთება და გარემოა, რომელიც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ, გავაუმჯობესოთ და გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან.

„ მე ვარ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა განსხვავებული პოლიტიკური კონფრონტაციები და ოკუპაცია. საქართველომ განიცადა საფრთხე და ოკუპაცია მისი მეზობლისგან, რუსეთის ფედერაციისაგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. ეს ის გარემოა, რომელშიც ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვცხოვრობთ. ჩვენ ეს განსაცდელი გვქონდა 90-იან წლებში და შემდეგ, კვლავ, 21-ე საუკუნეში - 2008 წელს რუსული ოკუპაციის შედეგად. ჩვენთვის მიუღებელი იყო დიდი ქვეყნებისათვის განსაკუთრებული გავლენის ზონების არსებობა. ვამტკიცებდით, რომ ეს განმეორდებოდა სხვა ადგილებშიც და სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ გავხდით მსგავსი დრამატული სიტუაციის განვითარების მოწმე ჩვენს მეზობელუკრაინაში; შედეგად, ყირიმი ოკუპირებულია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ჩვენ კვლავ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოები საკუთარ მეზობლებს პატივისცემით უნდაეპყრობოდნენ, მიუხედავად იმისა ისინი პატარა თუ დიდი ქვეყნებია. ვამტკიცებთ, რომ ჩვენი მეზობლებისათვის უმჯობესია თანამშრომლობის ხიდებისა და პარტნიორობის შენება,ვიდრე წინააღმდეგობისა და ოკუპირებული ტერიტორიების შექმნა. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავად არის ოკუპირებული, საქართველო ასრულებს ძალიან საპასუხისმგებლო როლს, როდესაც საქმე ეხება გლობალურ უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლას. ჩვენი მისიები და სამხედროები  ძალიან აქტიურები არიან ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რადგან გვჯერა, რომ პასუხისმგებლობის გაზიარება და პარტნიორობის სულისკვეთების ჩამოყალიბება არის ის, რაც უკეთეს მომავალთანმიგვიყვანს. მაგრამ, არა მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა ის უდიდესი პროექტები, რომელთა განხორციელებისათვისაც ვთანამშრომლობთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან. ეს არის სატრანსპორტო პროექტები, რომელსაც აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთობლივად ვავითარებთ; ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვქმნით;ეს არის პროექტები, რომლებშიც მონაწილეობენ კასპიის ზღვის ქვეყნები, მაგალითად თურქმენეთი, მეტი აქტიური ჩართულობით რეგიონში. ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან პროექტებს ჩემს მეგობარ ბულგარეთის პრეზიდენტთან ერთად. გვწამს, რომ უსაფრთხოება იქმნება მეტი მეგობრისა და მეზობლის მოპოვების გზითა და ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენები. ასევე, თანამშრომლობის სივრცის ჩამოყალიბებითა და მთელ მსოფლიოში მეგობრობის დამყარებით. მჯერა, რომ ჩვენი ამბიციები და მსგავსი დამოკიდებულება გაიმარჯვებს. მწამს, რომ ის შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს მის პარტნიორებს და მეგობრებს ბოლომდე იქნება ათვისებული. საქართველო შესაძლებლობას სთავაზობს კონტინენტის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 14 სახელმწიფოდან 8 ქვეყნას, გამოიყენოს მისი ინფრასტრუქტურა და ამით უზრუნველყოფს მათთვის სანაპიროზე წვდომას. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო დაემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა - თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, პრაქტიკულად ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, ასევე ევროკავშირთან. მსგავს პროექტები - თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დამყარება, დღისწესრიგშია ჩინელ მეგობრებთან და აშშ-თან. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად ღია ვართ პარტნიორობისათვის და, როგორი პრინციპულები ვართ, როდესაც იხრებიან ჩვენი ეროვნული ინტერესებისაკენ. სწორედ ამ ფორუმის მეშვეობით, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოვიძიოთ რეგიონში. გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებებზეც, რომელთაც მოაქვთ ახალი შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხელს უწყობენ ჩვენი რეგიონის - კავკასიის რეგიონის მშენებლობას, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ უკვე შევქმენით ამ დიდი თანამშრომლობის მაგალითი, რომლიდანაც ყოველი მონაწილე მხარე სარგებელს იღებს. მსურს, კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ნაყოფიერი მსჯელობა გაიმართება”, - განაცხადა  ბაქოში  სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge