png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა გადავდოთ ინტერპელაციის შემდეგ, გამოჩნდება რეალურად რა სურს გახარიას, დანაშაულის გამოძიება, თუ დაფარვა "ოცნებასთან" ერთად - თინა ბოკუჩავა

  • პოლიტიკა
  • 05.09.2023
  • 11:46
შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა გადავდოთ ინტერპელაციის შემდეგ, გამოჩნდება რეალურად რა სურს გახარიას, დანაშაულის გამოძიება, თუ დაფარვა "ოცნებასთან" ერთად - თინა ბოკუჩავა

გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ და ვმობილიზდეთ, რომ შეიქმნას ერთიანი ძალებით საგამოძიებო კომისია. ამ მომენტში, უდავოდ გამოჩნდება რეალურად რა სურს გახარიას, დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა "ოცნებასთან" ერთად, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე "ქართულმა ოცნებამ" ისევ პროცედურული ომის გზა აირჩია. 

მისი თქმით, ფრაქცია "საქართველოსთვის" დამატებით დროს ითხოვს შს მინისტრის ინტერპელაციის პროცედურამდე, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს.  ბოკუჩავას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება გადაიწევა და დაელოდებიან გიორგი გახარიას პარტიის პოზიციას.

"ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია. ამიტომ, კეთილი, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ, ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა და ვმობილიზდეთ ყველა იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი ძალებით საგამოძიებო კომისია. ამ მომენტში, უდავოდ გამოჩნდება რეალურად რა სურს გახარიას, დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა "ოცნებასთან" ერთად", - თქვა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, მანამდე შეხვდებიან ექსპერტებს, მოუსმენენ პარლამენტში შს მინისტრს და ირაკლი ღარიბაშვილს. მისივე თქმით, გეგმავენ შოვში ჩასვლასაც და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს შეუერთდნენ.

"ვთავაზობ მოძალადე და ყველაფრისმკადრებელ პაპუაშვილსაც კი, შემოგვიერთდეს და წამოვიდეს შოვში და ამჯერად ბახილების გარეშე. ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და ჩვენ ყველა საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებით ვიბრძოლებთ ამ სიმართლისთვის", - განაცხადა ბოკუჩავამ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge