png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია, როგორც ოთარ ფარცხალაძესთან ისე რუს ბიზნესმენებთან - ელენე ხოშტარია

  • პოლიტიკა
  • 21.09.2023
  • 16:06
ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია, როგორც ოთარ ფარცხალაძესთან ისე რუს ბიზნესმენებთან - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" თავმჯომარემ, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ოთარ ფარცხალაძესა და ნათია თურნავას პირდაპირ კავშირზე ისაუბრა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორი ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია, როგორც ოთარ ფარცხალაძესთან ისე რუს ბიზნესმენებთან.

მისივე თქმით, პარტია „დროა“ ასაჯაროვებს დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრობის დროსაა ხელმოწერილი ანუ იმ დროს, როდესაც იგი სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა.

„კერძოდ, 2021 წელს, როცა თურნავა ეკონომიკის მინისტრი იყო, ფორმდება მემორანდუმი სამინისტროსა და შპს საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯს შორის. მემორანდუმში წერია, რომ სამინისტრო მზადაა, კომპანიას შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელი შეუწყოს. მემორანდუმს ხელს აწერს ფარცხალაძის ბიზნეს პარტნიორი რომან ბოკერია, რომელიც საკუთარ თავს რუსეთში საქართველოს ბიზნეს ელჩს უწოდებს. არის კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენი და აირზენას ყოფილი დირექტორი. იგი საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რუსული ფორუმების მონაწილეა.

2022 წლის 15 თებერვალს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არეგისტრირებს კომპანიას სახელად შპს მასკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ, რომლის ყველაზე მსხვილი აქციონერი, 50%-იანი წილის მფლობელი, ოთარ ფარცხალაძეა.

რუსეთში დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელი, ოთარ ფარცხალაძესთან ერთად, არის  რომან ბოკერიას ცოლი, რუსეთის მოქალაქე  ვიქტორია ბოკერია (35%). ვიქტორია ბოკერია 2022 წლის დეკემბერს, რუსეთის დუმის და საქართველოში დაფუძნებულ მოძრაობა სოლიდარობა მშვიდობისთვის ორგანიზებით ჩატარებულ ფორუმში იღებდა მონაწილეობას, სადაც რუს დეპუტატებთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოძრაობა სოლიდარობა მშვიდობისთვის განათლების ექსპერტი კი ოთარ ფარცხალაძის შვილი ანზორ ფარცხალაძეა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge