png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისევ შიშის დათესვით ჩააქროს პროტესტის მუხტი ახალგაზრდა თაობაში - „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ლაზარე გრიგორიადისზე

  • პოლიტიკა
  • 26.09.2023
  • 18:38
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისევ შიშის დათესვით ჩააქროს პროტესტის მუხტი ახალგაზრდა თაობაში - „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ლაზარე გრიგორიადისზე

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისევ შიშის დათესვით ჩააქროს პროტესტის მუხტი ახალგაზრდა თაობაში, - ამის შესახებ ნათქვამია „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ განცხადებაში, რომლებიც  ლაზარე მხარდაჭერას  უცხადებენ ლაზარე გრიგორიადისს.

ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 25 სექტემბერს ოჯახური კონფლიქტის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა. 

„გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას სისტემის მიერ მძევლად აყვანილ ლაზარე გრიგორიადისს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ოჯახური კონფლიქტის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისთვის წელიწადი და 6 თვე მიესაჯა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას სამაგალითოდ სჯის.

ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარტის აქციების მონაწილე და ქართველი ახალგაზრდების ევროკავშირისათვის ბრძოლის სიმბოლოა.

მარტის აქციებმა, „ქართული ოცნების“ რუსული მიზნების სრული ლუსტრაცია მოახდინა. ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისევ შიშის დათესვით ჩააქროს პროტესტის მუხტი ახალგაზრდა თაობაში, რომელიც არასდროს შეეგუება რუსეთში ცხოვრებას.

სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს საქმის პოლიტიზებულობას და ცინიკურობას. ოჯახური კონფლიქტის საქმე, რომლის დროსაც ლაზარე არასრულწლოვანი იყო, 2 წლის განმავლობაში თაროზე იდო. საქმეზე განაჩენი სწორედ ახლა,  9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვისას, გამოიტანეს.

ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა თავად „ქართული ოცნების“ ორგანიზებული ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული ბოლომდე არ გამოძიებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge