png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დარწმუნებული ვარ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალიან ბევრი მოესწრება კიდევ, მათ შორის, ვინც აქ არის - გია ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 27.09.2023
  • 15:45
დარწმუნებული ვარ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალიან ბევრი მოესწრება კიდევ, მათ შორის, ვინც აქ არის - გია ვოლსკი

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, თენგიზ შარმანაშვილმა და ბეჟან წაქაძემ გმირთა მოედანზე, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„მძიმე დღეა  ჩვენი საქართველოსთვის, ქალბატონები დგანან თავისი შვილების  გვარების წინ და სანთელი აქვთ ანთებული. ძალიან ბევრს არა აქვს საშუალება, რომ დაიტიროს ნეშტი გარდაცვლილების, დაღუპულების, გმირების. ვმუშაობთ იმაზე, რომ ისინი გადმოვასვენოთ. წითელ ჯვართან ერთად ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი გვაქვს გაკეთებული, თუმცა ეს მაინც ძალიან ცოტაა იმისათვის,  რათა  შვება ნახონ ადამიანებმა,  რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებულები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით,  კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ბერკეტები რასაკვირველია არსებობს, თუმცა, სამწუხაროდ, აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორიც იყო, ვინაიდან სააკაშვილმა მოანგრია ეს სამშვიდობო პროცესი და ქვეყანას საშუალება აღარ ეძლევა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის თემა გარკვეული პერიოდულობით კვლავ იყოს განხილული. გიორგი ვოლსკის შეფასებით, ამასთანავე კონფლიქტის მოგვარების სხვა ბევრი ბერკეტიც არსებობს, მათ შორის, „ადამიანების გულების უკან დაბრუნება“.

„ათასობით ჩამოდიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომ აქ მიიღონ სითბო, მოვლა-პატრონობა,  სამედიცინო მომსახურება. ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ  ჩვენ ერთმანეთს კვლავ ვიპოვით და ხალხი დაბრუნდება იმ ტერიტორიაზე. დიდი პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიოში, ბოლოს და ბოლოს მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და ეს იქნება წარმატებული. დროსთან დაკავშირებით ვერაფერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალიან ბევრი მოესწრება კიდევ, მათ შორის, ვინც აქ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge