png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 11.03.2016
  • 17:18
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე პროექტები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტ დიმიტრის ციცარაგოსთან გამართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლის მიზანია ეკონომიკის განვითარება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ბიზნესის სტიმულირება. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებულ 4–პუნქტიანი რეფორმის მნიშვნელობას. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მისი განხორციელება მნიშვნელოვნად შეცვლის ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებას და ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, მათ შორის, ე.წ. „სტარტაფების“ წახალისებას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმა შეეხება ასევე მმართველობის სისტემასა და რეგიონულ პოლიტიკას, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. საქართველოს ვიცე–პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული რეფორმის მხარდაჭერისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge