png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენ არ ვიბრძვით საპატიო მეორე ადგილისთვის, ამისთვის არ გამიწირავს ჩემი თავი და ჩემი სიცოცხლე არ დამიდია ფსონად, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გელით 23-ში - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 20.11.2023
  • 19:00
ჩვენ არ ვიბრძვით საპატიო მეორე ადგილისთვის, ამისთვის არ გამიწირავს ჩემი თავი და ჩემი სიცოცხლე არ დამიდია ფსონად, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გელით 23-ში - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, სრულად იწონებს პოლიტსაბჭოს დღევანდელ შემადგენლობას. თუმცა, ფიქრობს, რომ ერთიანობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩენილი შემადგენლობის უკან დაბრუნება.

"მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით იქნა არჩეული პარტიის ახალი თავმჯდომარე და ეს ორივე მხარემ აღიარა, ასევე, ლეგიტიმურად ჩატარდა ახალი პოლიტსაბჭოს არჩევნები, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ცოტა იჩქარეს და პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩნდა ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანი, ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, დავით ბერიტაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, გიორგი პატარაია, კობა ხაბაზი, მერაბ ჯანელიძე და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი.

ამავე დროს მე სრულად ვიწონებ და მხარს ვუჭერ პოლიტსაბჭოს დღევანდელ შემადგენლობას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთიანობისთვის და ბრძოლაში ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია გვეთხოვა პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩენილი შემადგენლობისთვის უკან დაბრუნება და პროცესებში აქტიურად ჩართვა.

მე ჩემის მხრივ მზად ვარ, ვიყო მათი ჩართულობის აქტიური გარანტი და ეს ჩართულობა უნდა გამოიხატოს ახალ ინიციატივებში და პარტიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაში. 

ჩვენ არ ვიბრძვით საპატიო მეორე ადგილისთვის! ამისთვის არ გამიწირავს ჩემი თავი და ჩემი სიცოცხლე არ დამიდია ფსონად. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ამისთვის გვჭირდება ერთიანობა, პირველ რიგში. გელით 23-ში!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge