png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გუშინ რაც ვნახეთ, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი - ალუდა ღუდუშაური

  • პოლიტიკა
  • 24.11.2023
  • 13:46
გუშინ რაც ვნახეთ, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი - ალუდა ღუდუშაური

გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი, რაც საბოლოოდ 2024 წლის არჩევნებზე დასრულდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის ღონისძიებზე, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ 20 წლითავს მიეძღვნა.

„რა მომავალი უნდა ჰქონდეთ, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს, ჩვენს ქვეყანას თავს რა უბედურება დაატეხეს. უფრო მეტიც, მათ ჩვენი ხალხისთვის ბოდიში არ მოუხდიათ და თავს დამნაშავედ არ გრძნობენ. ნაცვლად ამისა, იკრიბებიან, მასკარადს აწყობენ. რა ეზეიმებათ, ამ უბედურებს? მართლა მაინტერესებს, რას ზეიმობენ, როცა ქართველმა ხალხმა მათი მმართველობა შეაფასა როგორც ისტორიის სირცხვილი, მწამებლებისა და ქვეყნისთვის უბედურების მომტანი პოლიტიკური ძალა.

თავის დროზე, ეს ბოროტები ქვეყანას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოასხდნენ და ხალხის წამებითა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებით იყვნენ დაკავებული. გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი, რაც საბოლოოდ 2024 წლის არჩევნებზე დასრულდება“, – აღნიშნსა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალ-ახალ თემებს იგონებენ, მოიგონეს ახლა მანიფესტი, მანამდე კი, ჰქონდათ მემორანდუმი.

„თვითკმაყოფილებას არიან მიცემული. მათ, რასაც პოლიტიკური ლიდერი დაუკვეთავთ, იმას სამარცხვინოდ აკეთებენ. რა მანიფესტმა უნდა გადაარჩინოთ? ეს ღიმილისმომგვრელია. ეს ადამიანები ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესს აცდენილი არიან. მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რადგან სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებთან წინააღმდეგობაში არიან. ერთადერთი ის გადაარჩენთ, რომ ქუდი დაიხურონ და სახლში წავიდნენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge