png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გადაიდო ერთი წლით, როგორც კი წააგებენ არჩევნებს და ძალიან მწარედ, მაშინვე დაიწყებენ რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს, თუმცა ნულოვანი შანსი აქვთ - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 24.11.2023
  • 17:53
რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გადაიდო ერთი წლით, როგორც კი წააგებენ არჩევნებს და ძალიან მწარედ, მაშინვე დაიწყებენ რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს, თუმცა ნულოვანი შანსი აქვთ - ირაკლი კობახიძე

იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვენიჭება კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გადაიდო, ხაზგასმით ვამბობ, გადაიდო ერთი წლით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს, რას ემსახურება პარლამენტის უკანა კართან ორი დამატებითი ჯებირის დამონტაჟება.

„არ ვიცი, რა დამონტაჟდა და რა დამონტაჟდება. ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვენიჭება კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გადაიდო. ხაზგასმით ვამბობ, გადაიდო, მაგრამ გადაიდო ერთი წლით. ყველამ ხომ იცის, რომ როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინვე თავიდან ეცდებიან რაღაც აჟიოტაჟის შექმნას. ვიღაც ექსტრემისტი რომ მოგივარდება, უნდა დაიცვა სახელმწიფო შენობა, მით უმეტეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი რევოლუციური პროცესების შესახებ.

რადიკალურ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, წარმატებით მიიყვანოს ბოლომდე რაიმე რევოლუციური გეგმა, მაგრამ პრევენცია არასდროს არ არის ზედმეტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველამ იცის, როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს და ძალიან მწარედ წააგებენ, მაშინვე დაიწყებენ რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს, თუმცა ნულოვანი შანსი აქვთ, რომ რევოლუციური გეგმები სისრულეში მოიყვანონ. რევოლუციას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსიც სჭირდება არჩევნების მოგებას – ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge