png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა – სალიერიო - თამარ ჩერგოლეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.12.2023
  • 12:43
მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა – სალიერიო - თამარ ჩერგოლეიშვილი

მიხეილ სააკაშვილი ფსიქოლოგიურად გაიჭედა ძალიან ცუდ ადგილას და არ იღებდა რეალობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო „სივრცეში“ განაცხადა.

„მე 2012 წელსაც ვიცოდი, რა იყო სააკაშვილის პრობლემები. 2013 წელს სიტყვა მემკვიდრეობა ვახსენე და გამოქვეყნებულ კადრებში სანიტრებს როგორც ესროდა რაღაცებს, ნანახი მაქვს მე ეგ, რადგან მე მესროლა ქაღალდები და რაც ხელში მოხვდა. მემკვიდრეობა რომ ვუხსენე, მიწას მაყრიო, გამიბრაზდა, ისტერიკაში ჩავარდა და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად არის და არ არის კარგად. მაშინვე დავიწყე ამაზე მუშაობა. გიგასთან მივედი და ვუთხარი, რომ ცუდად არის. ასე არ ყოფილა აქამდე. მარტო არ ვიყავი მაშინ ოთახში, ეს რომ დაემართა.

ფსიქოლოგიურად გაიჭედა ძალიან ცუდ ადგილას და არ იღებდა რეალობას. ითხოვდა, გვეთქვა, რომ ყველას ისევ გვიყვარს, ითხოვდა, რაღაც არარეალისტური სურათები გვეხატა მისთვის. ერთხელ მითხრა, შენ არ გესმისო. მე მოცარტი ვარ და გიგაზე თქვა – სალიერიო. არ იღებდა რეალობას, რომ ვუხსნიდი, არის ხალხი, რომელიც შენ მხარს გიჭერს და ამაზე მეტი ხალხი არის, რომელიც მხარს არ გიჭერს-მეთქი. გასაგებია, რომ გინდა, მოიგო მათი გულები, მაგრამ თუ არ აღიარე, რომ ახლა მხარს არ გიჭერს, გულსაც ვერ მოიგებ. ჩვენ მარტო დავრჩით მაგ ამბავში. მე გვარამიასთან, ირმა ნადირაშვილთან, მელიასთან დავრბოდი და ვიძახდი, რომ ეს კაცი საკუთარი თავისგან არის გადასარჩენი და არ წაგაქციოთ, კედელი გაუკეთეთ, რადგან კედელს თუ გაუკეთებ, დაეჯახება და უკან წავა. ანუ ინფანტილურია მიშა და იქამდე ტირის, სადამდეც გასდის. ეს ვერ ავუხსენი და წააქცია ხო მელია, გვარამია. ამ ყველაფერში მე გავატარე ოთხი წელი. გიგა გამალებული ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დემოკრატიზაციას, რომ წესებზე აგებულიყო პარტია და არა ბელადის ახირებებზე“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge