png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნიკა მელიამ ქვეყნის მომავლისთვის არაერთხელ იბრძოლა თავდადებით, ის ღირებული პოლიტიკოსია - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.12.2023
  • 13:00
ნიკა მელიამ ქვეყნის მომავლისთვის არაერთხელ იბრძოლა თავდადებით, ის ღირებული პოლიტიკოსია - სალომე სამადაშვილი

ნიკა მელიამ ქვეყნის მომავლისთვის არაერთხელ იბრძოლა თავდადებით, ის ღირებული პოლიტიკოსია და წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გვახსოვს, რომ მან ძალიან თავდადებით არაერთხელ იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი და წარმატებებს ვუსურვებ. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა გეგმები აქვს საკუთარ პარტიასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „ლელო“ მზად არის თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს „ლელოს“ ხედვას.

„პარტია „ლელოს“ პოზიცია ცნობილია. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი პარტიული გაძლიერება. ამავე დროს, „ლელო“ მუდამ ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს „ლელოს“ ხედვას, რომ ჩვენ გვჭირდება რუსული რეჟიმის დამარცხება, მაგრამ მომავალი არ ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, არ ნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული მმართველობის აღდგენას ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას აფუძნებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge