png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა, არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ ვაპირებთ - ბაჩო დოლიძე

  • პოლიტიკა
  • 11.12.2023
  • 12:15
ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა, არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ ვაპირებთ - ბაჩო დოლიძე

„ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა., - ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა

ბაჩო დოლიძის თქმით, შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი.

„ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ ნამდვილად ითამაშა თავისი როლი.

შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი პოლიტიკის, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. ახალი ხალხის ახალი ხედვა და პოლიტიკოსების დაგროვებული გამოცდილება მოგვიტანს შედეგს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. ეს შედეგი იქნება ახალი, ეკონომიკურად მდგრადი, დეპოლარიზებული საქართველო. იქნება პოლიტიკური პარტია, სადაც ჩვენ ძალიან ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ, ასევე იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მისივე თქმით, არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავენ.

„არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ ვაპირებთ. ჩვენ გვექნება ჩვენებური ხედვა, შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას სრულიად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ. 2024 წლის არჩევნებისთვის ეს პოლიტიკური ძალა იქნება ბრძოლის ავანგარდში. ტექნიკურ დეტალებს რაც შეეხება, საუბარია ყრილობაზე და მსგავსი საკითხების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მთელი წლის განმავლობაში ვხედავთ რადიკალურ ცვლილებას ჩვენსა და პარტიის ახალ მენეჯმენტს შორის, ვერ გამოიძებნა საერთო ენა, შესაბამისად, სხვა დამოკიდებულება და ხედვა გვაქვს. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტის პირობებში, ეს ყველაფერი შეუძლებელია“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge