png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გახარიას და მისი გუნდის ხელწერაა პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, ამიტომ პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, არ არის მოულოდნელი - ირაკლი ფავლენიშვილი

  • პოლიტიკა
  • 21.12.2023
  • 14:48
გახარიას და მისი გუნდის ხელწერაა პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, ამიტომ პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, არ არის მოულოდნელი - ირაკლი ფავლენიშვილი

„გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, ამიტომ პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გახარიას გუნდის წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.

 პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა „ქრთულ ოცნებას“ მოუწოდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, კრემლის მთავარი ინსტრუქციაა, მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების საშუალება.

„გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, ამიტომ პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი და არც ის იქნება გასაკვირი, რომ დასჯა უფრო მკაცრი მეთოდებით, თვალების დათხრა რომ მოითხოვონ ამ ადამიანებმა, მითუმეტეს ადამიანური თვალსაზრისით პატიმრის დაბადების დღეზე საქართველოში პატიმრის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების მოთხოვნა, რომელ ადამიანობაში, რომელ ქართულ ეთიკაში ჯდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები კრემლის ბრძანებას ასრულებენ ხოლმე პატრიოტების წინააღმდეგ, მათ შორის ახლაც რომ ჰქონდეთ საშუალება, შეიძლება თვალებიც დათხარონ მიხეილ სააკაშვილს და დაასახიჩრონ კიდეც, რადგან ეს არის მათი ხელწერა - პატრიოტების წინააღმდეგ ბრძოლა და მათ დავუჯერებთ, მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ აქვს საქართველოში ცხოვრების და პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, რაც არის კრემლის მთავარი ინსტრუქცია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს საშუალება ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების.“  - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge