png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სამტრედია–გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 12.03.2016
  • 13:23
სამტრედია–გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

 

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის 11,5 კილომეტრიან მონაკვეთზე (პირველი ლოტი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა.

სამტრედია–გრიგოლეთის ტერიტორია ჭარბწყლიანი ნიადაგით ხასიათდება, რის გამოც აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა თანამედროვე „PVD“ ტექნოლოგიით მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნოლოგია გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟების მოთავსებას ითვალისწინებს, რაც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს და მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შესაძლებლობას ამცირებს.

პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით) და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის, ხელოვნური ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთი  ქალაქ სამტრედიასა და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებზე: ტოლებზე, გორმაღალაზე, პირველ მაისსა და გაუწყინარზე გადის.  

პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადილება, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

პროექტს, რომლის ღირებულება 153,5 მლნ. ლარია ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge