png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, პრემიერ-მინისტრი პირველად შეირჩევა პარლამენტის წიაღიდან - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.01.2024
  • 14:21
ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, პრემიერ-მინისტრი პირველად შეირჩევა პარლამენტის წიაღიდან - შალვა პაპუაშვილი

ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, პრემიერ-მინისტრი პირველად შეირჩევა პარლამენტის წიაღიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ხარისხობრივად ახალ დონეზე ავა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა.

„ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში. ამიტომ მისი სახით, აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებულად ძლიერი ადამიანი ეყოლება როგორც მართვაში, ისე პოლიტიკურ ხედვებში, რაც მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო ამბიციურ ხედვებს მივაღწიოთ ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც საპარლამენტო სისტემაზე მოხდა გადასვლა, პირველად ქართულ დემოკრატიაში პარლამენტის წიაღიდან იქნება წასული პრემიერ-მინისტრი. ეს არის წესი და სტანდარტი, რომელიც, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშია. როცა პრემიერ-მინისტრი პარლამენტის ყოფილი წევრია, ეს ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის ურთიერთობას. მან სხვანაირად იცის შიდა საპარლამენტო დისკუსიები. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც საინტერესო და კარგი გამოცდილება იქნება, როცა პრემიერი იქნება მათი ყოფილი კოლეგა. ჩვენ ქართული დემოკრატიის განვითარებაში ამ გამოცდილებითაც წინ წავიწევთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge