png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ლონდონი განიხილავს შესაძლებლობას, ოფიციალურად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო - დევიდ ქემერონი

  • პოლიტიკა
  • 02.02.2024
  • 10:38
ლონდონი განიხილავს შესაძლებლობას, ოფიციალურად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო - დევიდ ქემერონი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის დევიდ ქემერონის განცხადებით, ლონდონი განიხილავს შესაძლებლობას, ოფიციალურად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ისე, რომ არ დაელოდოს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგს.

ლიბანში ვიზიტით მყოფმა ქემერონმა Associated Press-თან განაცხადა, აღიარება ვერ მოხდება, ვიდრე ჰამასი დარჩება ღაზის სექტორში, მაგრამ შეიძლება მოხდეს მანამდე, ვიდრე ისრაელისა და პალესტინელი ლიდერების მოლაპარაკებები პროცესში იქნება.

ქემერონის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, მათ შორის გაეროში, „არ შეიძლება მოხდეს პროცესის დასაწყისში, მაგრამ ეს ასევე არ უნდა მოხდეს პროცესის მიწურულს.

„პალესტინელ ხალხს უნდა მივცეთ ჰორიზონტი უკეთესი მომავლისკენ, საკუთარი სახელმწიფოს მომავლისკენ“, - თქვა კამერონმა და დასძინა, რომ „ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის“.

აშშ, ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ პალესტინის სახელმწიფოს დაარსების იდეას, ისრაელის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად. ისინი აცხადებენ, რომ პალესტინური სახელმწიფოს შექმნა უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით. 2009 წლის შემდეგ ამ საკითხზე არსებითი მოლაპარაკებები არ გამართულა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge