png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოში შედგა საპარლამენტო დემოკრატია - არჩილ თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 08.02.2024
  • 22:12
 საქართველოში შედგა საპარლამენტო დემოკრატია - არჩილ თალაკვაძე

„ამ ორი დღის განმავლობაში, ოპოზიციის ქცევიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოში შედგა საპარლამენტო დემოკრატია და მუშაობს საპარლამენტო პოლიტიკა. ამ რეფორმის სათავეში გახლავთ სწორედ ირაკლი კობახიძე. გამოჩნდა, რომ ოპოზიცია ძალიან კარგად ხვდება თუ ვისთან აქვს დღეს საქმე, პოლიტიკურ ლიდერთან, რომელმაც კარგად იცის შიდასაპარლამენტო პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დაკავებულია საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟითა და პროცესების დესტაბილიზაციით. მისივე განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კრახი განიცადა.

„ქართული საზოგადოება არ მიიღებს იმ პოლიტიკურ პარტიას უკან ხელისუფლებაში, რომელმაც უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, ხალხს ჩამოართვა საკუთრება, დაარბია მედია და საქართველოში დაასამარა ევროპულ ღირებულებები. ჩვენს თვალწინ ხდება ახალი პოლიტიკური ბანაკის ჩამოყალიბება, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე გენეტიკური კოდით, მაგრამ მას ევალება, რომ გაემიჯნოს “ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ამავე დროს, დაამტკიცოს, რომ არის “ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო “ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოხსენება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მან ქვეყნის განვითარების მომავალი ოთხი წლის გეგმა წარადგინა.

“ირაკლი კობახიძემ ზუსტად დასვა აქცენტები ისტორიას, გეოპოლიტიკურ რეალობას, მომავალ მიზნებსა და ეროვნულ ღირებულებებს შორის. აჩვენა საუკეთესო ბალანსი, რომელიც საქართველოს სჭირდება, რომ ერთი მხრივ, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება, იდენტობა, გახადოს კიდევ უფრო მეტად საინტერესო დასავლური ცივილიზაციისთვის და ამავე დროს, გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ქვეყანას აძლევს გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge