png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მერია არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კონკურსს აცხადებს

  • საზოგადოება
  • 13.03.2016
  • 12:02
 მერია არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით,  არქეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, კონკურსით დაინტერესებულმა  პირებმა პროექტები თბილისის მერიაში 2016 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ. საკონკურსო განაცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო განიხილავს. 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კონკურსი  „შაჰტახტის (შაიტახტის)  დედაციხის“  მონაკვეთზე გამოაცხადა, სადაც არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი პირველი კონკურსის შედეგად არქეოლოგიური კვლევის  ნაწილი უკვე დასრულდა.   

დავით ნარმანიამ, არქეოლოგიურ  საბჭოს წევრებთან ერთად, „შაჰტახტის დედაციხის“  მონაკვეთზე უკვე ჩატარებული არქეოლოგიური  სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და ტერიტორია დაათვალიერა.

„გასული წლის კონკურსის შედეგად ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შემდეგ  საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ამიტომ, კონკურსი წელსაც გამოცხადდა. თბილისის ისტორიულ ნაწილში ჩატარდება არქეოლოგიური კვლევები, რომლის საშუალებითაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს ვარაუდი არსებობს. ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიის გაცოცხლება, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვუაროთ კულტურულ მემკვიდრეობას, რომ მომავალ თაობას გადავცეთ ის, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი პირველად 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად, კვლევები „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, „შაჰტახტის“, „საჯოგისა“  და „თრელიგორების“ ნასახლარის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ საბჭოს, ის 2015 წლის 9 ივნისს შეიქმნა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge