png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მანანა კობახიძე: ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!

  • საზოგადოება
  • 13.03.2016
  • 12:16
მანანა კობახიძე: ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!

ამაზრზენია, სამარცხვინოა, ფარგლები არა აქვს იმ უსახელო არსებების უზნეობას, ვინც იღებდა, ინახავდა, ავრცელებდა და ავრცელებს, იყენებდა და იყენებს პირად ცხოვრებას იარაღად!!!", - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ფარულ ჩანაწერების გავრცელებას სოციალურ ქსელში. კობახიძე წერს, რომ იგი ნიუ-იორკში, გაეროში ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესიაში მიიღებს მონაწილეობას და როგორც თავად წერს, ასეთ სიტუაციაში რთულია კოლეგებთან მცირედ პროგრესზე საუბარი.

"14 მარტს ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესია იხსნება ნიუ-იორკში, გაეროში, ხოდა მეც წამოვედი, ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებებზე სასაუბროდ, თუნდაც იმ მცირედ პროგრესზე, რასაც მივაღწიეთ, თუმცა... აქ ჩამოსულს წამომეწია ის სიბინძურე (ინფორმაციას ამას ვერ დავარქმევ), რამაც საზოგადოება და მეც კიდევ ერთხელ შოკში ჩაგვაგდო, ისევ კადრები, ისევ პირადი ცხოვრება, ისევ ის ხელწერა... ვფიქრობ, საერთოდ რა აზრი აქვს ახლა ჩემს აქ ყოფნას?! რა გავუზიარო აქ ჩემს კოლეგებს, რაზე ვესაუბრო?! როგორ უთვალთვალებდნენ, როგორ იწერდნენ, როგორ ებრძოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს და როგორ გრძელდება ამ ყველაფრით შანტაჟი დღესაც?! როგორი მოუშორებელი ჭირი გვჭირს და როგორ ვერ ვუმკლავდებით?! 

ამაზრზენია, სამარცხვინოა, ფარგლები არა აქვს იმ უსახელო არსებების უზნეობას, ვინც იღებდა, ინახავდა, ავრცელებდა და ავრცელებს, იყენებდა და იყენებს პირად ცხოვრებას იარაღად!!! რაც არ უნდა არ გიყვარდეთ, არ მოგწონდეთ, არ გინდოდეთ, როგორ უნდა გაიმეტოთ პოლიტიკოსი, უბრალოდ, ადამიანი, კაცი თუ ქალი, არ აქვს მნიშვნელობა, ასეთი დარტყმისთვის! პირადი ცხოვრება არის პირადი და მორჩა!!! იარაღი აღარ არის საჭირო, ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!!! არ იმსახურებს ამას არც ჩემი ქვეყანა, არც საზოგადოება და არც ადამიანი!" - წერს მანანა კობახიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge