png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას მონიტორინგს გაუწევს

  • საზოგადოება
  • 14.03.2016
  • 13:40
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას მონიტორინგს გაუწევს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს. გიორგი მარგველაშვილის მრჩევლებმა კახა კოჟორიძემ და სოფიო შამანიდმა დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა და დაპირისპირებული სტუდენტების ორივე ჯგუფს დიალოგისკენ მოუწოდეს.

როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება.

„ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ხელი შეგვეწყო დიალოგისთვის და ის გარემო, რომელიც შეიძლება რაღაც გარკვეულ რისკებს ქმნიდეს გარკვეული დაპირისპირებების, დიალოგის რეჟიმში გადაიზარდოს. ასევე დამატებით ვიტყვი იმას, რომ უნივერსიტეტში, კიდევ ერთხელ ცხადია იქნება აზრთა სხვადასხვაობები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სტუდენტების ორივე ჯგუფს აქვს მთელი რიგი საერთო საკითხები. მაგალითად ის რომ მიუღებელია ოდეერის ინსტიტუტის არსებობა უნივერსიტეტში, ეს მათი საერთო პოზიციაა, ამიტომ კარგი იქნება თუ ისინი შეეცდებიან მონახონ არა ის საკითხები რაც ერთმანეთისაგნ განასხვავებებს, არამედ ის საკითხები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს" - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

სოფიო შამანიდის განცხადებით ის რჩება აქციაზე და დააკვირდება პროცესს, პრეზიდენტის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ აქცია მშვიდობით დასრულდება და სტუდენტებს შორის მოხდება შეთანხმება.

პრეზიდენტის მრჩევლები გასულ კვირას უკვე შეხვდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციის მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატურად გიორგი გაფრინდაშვილის წარდგენას აპროტესტებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge