png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მობილური ტერმინალი თიბისი ბანკისგან

  • ეკონომიკა
  • 14.03.2016
  • 16:15
მობილური ტერმინალი თიბისი ბანკისგან

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით,  მერჩანტები (მეწარმეები) დღეიდან გადახდის ყველაზე სწრაფი, ინოვაციური და კომფორტული სისტემით ისარგებლებენ.

მობილური ტერმინალი მცირე ზომის, თანამედროვე ფუნქციონალის მქონე მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც  გადახდა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათით, მათ შორის უკონტაქტო ბარათითაც მარტივადაა შესაძლებელი.

მობილური ტერმინალი ციფრულ ტექნოლოგიებზე მომუშავე ინოვაციური პროდუქტია,რომელიც განკუთვნილია ფართო ბიზნესსეგმენტისთვის: კაფე-ბარებისთვის, სილამაზის სალონებისთვის, მარკეტებისთვის, სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, საკურიერო მომსახურებისთვის, ავტოსამრეცხაოებისთვის, გარე მოვაჭრე ჯიხურებისთვის და სხვა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.

პროდუქტის უპირატესობებია:

გადახდა უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციული პოსტერმინალების გამოყენებისას. ქვითრის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

მოწყობილობა არის პატარა ზომის და მისი ტარება ან განთავსება უფრო მარტივი და მოსახერხებელია.

მობილურ ტერმინალს აქვს ონლაინ რეპორტინგის სისტემა. კომპანიას საშუალება აქვს, ვებ-პორტალის მეშვეობით შექმნას ტრანზაქციების ისტორია, აწარმოოს გაყიდვების სტატისტიკა, ამოიღოს ამონაწერი და სხვა.

მობილური ბარათის წამკითხველები კომპანიებს თიბისი ბანკისგან უფასოდ გადაეცემათ.

მომავალში თიბისი ბანკი მობილურ ტერმინალს რამდენიმე ახალ ფუნქციასაც შემატებს.

ინოვაციური გადახდის სერვისი თიბისი ბანკმა სტრატეგიული პარტნიორის, საგადამხდელო სისტემა  "Visa International”-ის მხარდაჭერით დანერგა. თიბისი ბანკი გადახდის ტექნოლოგიურ ინოვაციას საერთაშორისო  კომპანია GoSwiff-თან ერთად ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თიბისი ბანკის ვებგვერდს: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mpos

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge