png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბათუმში სასტუმროების მართვის, ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის სისტემის პრეზენტაცია გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 15.03.2016
  • 15:12
ბათუმში სასტუმროების მართვის, ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის სისტემის პრეზენტაცია გაიმართება

18 მარტს, 11 საათზე, ბათუმში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, (ფარნავაზ მეფის N84/86)  ორგანიზაცია "პროსერვისის" ორგანიზებითა და დეპარტამენტის ხელშეწყობით, ახალი ონლაინ პროგრამის - „სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების" პრეზენტაცია გაიმართება.

 ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი რვაზ ნატროშვილი და აჭარაში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები.

პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე და მინზად ისახავს, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. პროექტის მთავარ სეგმენტს წარმოადგენენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროები და განსაკუთრებით აჭარის ტურისტული ზონის მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები.

ელექტრონული სერვისით, სასტუმროების პოტენციურ სტუმრებს, შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვინებითი გადახდის პირობით.

 შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა იმ სასტუმროებისათვის, რომლებსაც არ აქვთ ვებ გვერდი. პროექტის ფარგლებში, ასეთი სასტუმროები „სასტუმროს მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სიტემის" პროგრამულ უზრუნვეყოფასთან ერთად, ვებ გვერდს და 1 გბ ჰოტინგს მიიღებენ. 

„დღეს, თითქმის ყველა სასტუმრო სარგებლობს საერთაშორისო დაჯავშნის სისტმებით, რომლებიც შუამავალ აგენტებს წარმოადგენენ. თუმცა ამ პორტალებთან საკომისიო საკმაოდ მაღალია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებასა და რენტაბელური ფასები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. სისტემის მომხმარებელთათვის გათვალისწინებულია, მხოლოდ ფიქსირებული, ყოველთვიური გადასახადი, რაც არ გულისხმობს დამატებით საკომისიო გადასახადს მიუხედავა იმისა, რამდენი სტუმარი ისარგებლებს ონლაინ დაჯავშვნით", - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა რევაზ ნატროშვილმა. 

„სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის" ინტეგრაცია სასტუმროებისათვის უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე გათვალისწინებულია ტრენინგები აჭარის რეგიონის სასტუმროების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგები მიმდინარე წლიდან უსასყიდლოდ ჩატარდება პროსერვისის ტექნოლოგიური ექსპერტების მიერ.

პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება ექნებათ აჭარაში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლებს, რომლებსაც დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია ახალი პროგრამის შესახებ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge