png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

  • პოლიტიკა
  • 16.03.2016
  • 13:32
პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს პრეზიდენტის ახალ ეკონომიკურ მრჩევლად მაია მელიქიძე წარადგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია მელიქიძეს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის გუნდის ახალი წევრის საქმიანობა წარმატებული იქნება.

„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ დავასრულეთ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატის შერჩევის ხანგრძლივი, ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელსაცპრეზიდენტის გადაწყვეტილებით კვალიფიციური ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ახორციელებდა. ამ ჯგუფმა მაია მელიქიძე საუკეთესო სამკანდიდატში დაასახელა.

მაშინ პრეზიდენტმა არჩევანი გააკეთა კობა გვენეტაძეზე, რომელიც პარლამენტში წარვადგინეთ.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მევალება პრეზიდენტის ყველა მრჩეველთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ამიტომმიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავდეს, ისევე როგორც მე ვახორციელებდი ამ საქმესადმინისტრაციის უფროსობამდე", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა მაია მელიქიძის წარდგენისას.

როგორც მაია მელიქიძემ ბრიფინგზე განაცხადა, იგი შეინარჩუნებს იმ კურსს, რომელიც აღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს და პრეზიდენტისგუნდს.

„საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის გუნდის ყველა წევრი ყოველთვის იყო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პრესასთან ძალიან ღია და გამჭვირვალე ურთიერთობის მომხრე, ამიტომ მეც ამ კურსს გავაგრძელებ.

გამოვთქვამ იმედს, რომ ჩემი კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა და განათლება გამოადგება ქვეყნის განვითარებას.

ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერი რისკის შემცველ თემებზე, თქვენთან  და დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაციისთვის", - განაცხადა მაიამელიქიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე 2013 წლიდან  დღემდე მუშაობდა "ლიბერთი ბანკში", საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად.

2008 – 2009 წლებში მუშაობდა „საქართველოს ბანკში" უფროს საგადასახადო პარტნიორად,  2004  - 2008 წლებში ERNST & YOUNG – „დაზღვევისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაში" უფროს აუდიტორად, 2003-2004 წლებში „ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოში" - MCG პროექტის მენეჯერად/კოორდინატორად, 2001-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტში.

ეწევა სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. 2012 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი.

განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის  ბიზნესსკოლაში, ევროპული მართვის სკოლაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge