png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თენგიზ ფხალაძე - ჩვენი რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ოკუპაციასთან შეგუებას და ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას

  • ეკონომიკა
  • 16.03.2016
  • 18:18
თენგიზ ფხალაძე - ჩვენი რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ოკუპაციასთან შეგუებას და ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. 
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველო სწორედაც რომ ისწრაფვის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ, თუმცა ჩვენი მიდგომა და რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაიმე სახით ოკუპაციასთან შეგუებას და ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ზურაბ აბაშიძე, რომელიც ადგილზე, ჟენევის მოლაპარალკებებზე იმყოფება, ვალდებულია შესაბამისი პასუხი გასცეს ყველა იმ ბრალდებასა თუ პრეტენზიებს, რომელიც კარასინის მხრიდან გაჟღერდა.
„რა თქმა უნდა, სამწუხარო და შემაშფოთებელია ის, რომ უკვე ტენდენციად იქცა პროვოკაციების მოწყობა, ქართულ - რუსული დიალოგის მორიგი რაუნდის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე. 
მოწესრიგებულ საზოგადოებაში, რომელზედაც საუბრობდა დღეს ბატონი კარასინი, სწორედ ამგვარი ქმედებები ითვლება მიუღებლად. 
ამავდროულად, ნორმალური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც ასევე ახსენა ბატონმა კარასინმა, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. 
საქართველო სწორედაც რომ ისწრაფვის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ და მაქსიმალურ ძალისხმევას ახმარს ნებისმიერი უმწვავესი საკითხის მოლაპარაკების ფორმატში გადაჭრას.
თუმცა, აქვე მინდა დავძინო, რომ ეს მიდგომა და ჩვენი რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაიმე სახით შეგუებას ოკუპაციასთან და არ ნიშნავს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას. 
წყალგამყოფს წარმოადგენს სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ტერიტორიული მთლიანობა არის ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობისა. 
სწორედ აი ამ პრინციპის დაცვისაკენ და აქედან გამომდინარე, კონსტრუქციულ რეჟიმში დარჩენისაკენ მოუწოდებს საქართველო რუსეთის ფედერაციას”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.
რაც შეეხება არჩევნებს, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ეს საქართველოს საშიანო საქმეა და არჩევნები საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების, უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.
„მე არ ვიცი რომელ არჩევანზე ლაპარაკობდა ბატონი კარასინი. თუ აქ საუბარია საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე, ეს არჩევანი ქართველ ხალხს კარგა ხნის წინ აქვს გაკეთებული და ეს არჩევანი არ შეიცვლება. თუ საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე, ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული ნება და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ ნების და ამ არჩევანის დაცვისათვის.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კონსტრუქცივიზმი არ ნიშნავს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას და საქართველო მტკიცედ დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს!“- აღნიშნა ფხალაძემ.
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge