png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ტექნოპარკში სამრეწველო და ინოვაციების ლაბორატორიების მენეჯერები კვალიფიკაციას იმაღლებენ

  • ეკონომიკა
  • 17.03.2016
  • 10:23
ტექნოპარკში სამრეწველო და ინოვაციების ლაბორატორიების მენეჯერები კვალიფიკაციას იმაღლებენ

 

ტექნოპარკში ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში არსებული ინოვაციების ლაბორატორიებისა და ფაბლაბების მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. ტრენინგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული და ნიდერლანედების მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდება.

ტრენინგ კურსი 3 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. მონაწილეები გაეცნობიან და გაიზიარებენ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მსგავსი ლაბორატორიების გამოცდილებას, რათა მიღებული ცოდნა საკუთარ ლაბორატორიებში დანერგონ. ტრენინგს უძღვებიან ნიდერლანდებიდან მოწვეული ექსპერტები, ბენილუქსის რეგიონში არსებული ინოვაციების ლაბორატორიებსა და ფაბლაბებში მუშაობის გამოცდილებით.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით 2014-2015 წლებში საქართველოში ინოვაციების 3 ლაბორატორია და სამრეწველო ინოვაციების 7 ლაბორატორია (ფაბლაბი) შეიქმნა. ლაბორატორიების მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ერთი მხრივ, პრაქტიკული დონის ცოდნის გავრცელებას, ხოლო მეორე მხრივ, ინოვაციური იდეების გაჩენას და მათ განვითარებას. ინოვაციების ლაბორატორიები და ფაბლაბები ინოვატორებს აძლევს საშუალებას ჰქონდეთ სამუშაო სივრცე, საჭირო ინფრასტრუქტურა, საკონსულტაციო მომსახურება და მაღალტექნოლოგიური დანადგარები საკუთარი იდეების განსახორციელებლად.

დღეს ტექნოპარკს ჰოლანდიის ელჩი ჯოშ დოუმა ესტუმრა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ უმასპინძლა. ელჩი ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებული ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო. მისი თქმით მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას ინოვაციურ სფეროში, ,,ტექნოპარკი არის ის ადგილი სადაც შეგიძლია შენი ამბიციები აქციო რეალობად, ეს სივრცე შეიძლება ნებისმიერი ახალგაზრდისთვის შთაგონების წყარო გახდეს’’ განაცხადა ჰოლანდიის ელჩმა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძის თქმით მსგავსი სახის ურთიერთობები ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი ბიზნესისა და სტარტაპების გაჩენას, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი ექნებათ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge